EVERYTHING ABOUT VISA

Visa Information About World

четверг, 6 августа 2015 г.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის








საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის


უცხოეთში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკონსულო მომსახურების მარტივად მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიwww.geoconsul.gov.ge ამოქმედდა.


ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია:


ამომწურავი ინფორმაციის მიღება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, მათი ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.


ინფორმაციის მიღება საკონსულო მომსახურებებისა და თითოეული მომსახურებისათვის დადგენილი პროცედურების, წარსადგენი დოკუმენტების, მოსაკრებლის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ.


საკონსულო მომსახურების ონლაინ მოთხოვნა, საკონსულოში ვიზიტის სასურველი თარიღისა და დროის, ასევე, მომსახურების მისაღები ფორმის შერჩევა.


კონსულისათვის კონკრეტული მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსახილველად წინასწარ წარდგენა (საკონსულო სამსახურში განცხადების უშუალოდ წარდგენამდე, მოქალაქე წინასწარ მიიღებს ინფორმაციას არასათანადო, ან ხარვეზიანი დოკუმენტებისა და ხარვეზის აღმოფხვრის გზების თაობაზე).


გარკვეული მომსახურების ვიდეო ზარის (Skype) საშუალებით მიღება.


საკონსულო აღრიცხვაზე მარტივად დადგომა (საკონსულო აღრიცხვა არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მხრიდან მოქალაქის უფლებების ეფექტურად დაცვის

Комментариев нет:

Отправить комментарий