Acquisition of georgian citizenship
Georgian citizenship is the legal bond of a person to Georgia. a citizen of Georgia cannot at the same time be the citizen of another state, except for the exceptional cases specified in the Constitution of Georgia. Georgian citizenship may be acquired at birth and by naturalization.
Determining a Georgian Citizenship
A person is considered a citizen of Georgia, if:
At least one of his/her parents is a Georgian citizen, at the time the person is born;
A person is born on the territory of Georgia as a result of an extracorporeal fertilization (surrogating), when home countries of neither of his/her parents consider the person to be its citizen;
He/she is a child of a stateless persons in Georgia and has been born on the territory of Georgia;
A person is born on the territory of Georgia, with one parent being a stateless person in Georgia and the other parent being unknown.
An underage person who lives in Georgia and whose parents are unknown is considered a citizen of Georgia until an opposite is established.
Apart from the above-listed, the following persons are also citizens of Georgia:
Persons born before 31 march 1975 who have resided in Georgia for at least five years in total, were on the territory of Georgia by 31 march 1993 and have not acquired the citizenship of another country;
Persons born after 31 march 1975 who lived on the territory of Georgia by 31 march 1993 and have not acquired the citizenship of another country;
Persons born in Georgia who left Georgia after 21 december 1991 and therefore do not meet the requirements stipulated in the 1st and 2nd Paragraphs, provided that they have not acquired the citizenship of another country.
An application to determine the Georgian citizenship can be submitted in person or via an authorized representative to the territorial office of the Public Service development agency, a branch of the Public Service Hall, or a Community Centre. Persons living outside of Georgia can apply to a diplomatic mission or a consular office of Georgia abroad or apply online via the distance service of the Public Service development agency here:
http://intpass.cra.ge/.
Determination of a Georgian citizenship occurs:
When an identity document of a Georgian citizen is issued;
When the birth of a person is registered;
When a person is registered according to his/her place of residence;
When the statement on the determination of Georgian citizenship is requested.
The statement on the determination of Georgian citizenship is issued by the Public Service development agency.
Granting Georgian Citizenship
Georgian citizenship can be acquired by naturalization. the decision to grant Georgian citizenship to a person is taken by the President of Georgia. the decision is authorized by the Presidential order.
Georgian citizenship can be granted in the following manner:
Under an ordinary procedure;
Under a simplified procedure;
As an exception;
Through restoration.
Georgian citizenship shall be granted with an ordinary procedure to an adult who meets the following requirements:
Has to legally and uninterruptedly reside in Georgia for at least 5 years prior to the submission of the application. a document certifying a legal and uninterrupted stay in Georgia is a Georgian visa, a residence permit or card, a stamp bearing the date certifying the crossing the Georgian state border;
Should know the state language to the pre-defined level. Georgian language skills are examined by a special commission through testing;
Should know Georgia’s history and the basis of Georgian legislation. applicant’s knowledge is examined by a special commission through testing;
Should be employed in Georgia or/and own a real estate in Georgia, or be engaged in entrepreneurial activities on the territory of Georgia, or own interest or shares in an enterprise in Georgia.
When Georgian citizenship is granted with an ordinary procedure, the paragraphs 2, 3 and 4 do not apply to incapacitated persons; the paragraphs 2 and 3 do not apply to persons whose physical disability makes it impossible to assess these requirements; and finally, paragraph 4 does not apply to the persons with the refugee status.
An underage person who has not acquired Georgian citizenship at birth is granted the citizenship with an ordinary procedure, if one of his/her parents is a Georgian citizen or if the underage person is adopted by a Georgian citizen.
An underage person with the refugee or the stateless status in Georgia, who was born in Georgia and has been living in Georgia for five years, is granted a Georgian citizenship with the ordinary procedure.
To be granted Georgian citizenship with the ordinary procedure, a foreign citizen can apply to the authorized body. Presidential order on granting Georgian citizenship to a foreign citizen comes into effect as soon as the competent state authorities in Georgia receive a document certifying the renunciation of foreign citizenship by that person.
Georgian citizenship shall be granted with the simplified procedure to a person married to a Georgian citizen who has been legally and uninterruptedly residing in Georgia for 2 years prior to the submission of the application. additionally, a person is required to know the state language, Georgian history, and the basics of Georgian legislation.
Exceptional procedure of granting a Georgian citizenship may be applied to a foreign citizen who has made an outstanding contribution to Georgia or to the cases when granting a Georgian citizenship to the person is in the national interests of the country. these exceptional situations are prescribed in the Constitution of Georgia.
When granting Georgian citizenship as an exception, the Commission on Citizenship issues under the Public Service development agency establishes the existence of conditions prescribed in the Constitution of Georgia. in certain cases the Commission may invite a foreign citizen for an interview.
Georgian citizenship may be restored to a person whose Georgian citizenship has been terminated:
Unlawfully;
Due to renunciation of the Georgian citizenship;
Based on the decision of his/her parent(s).
In order to have the Georgian citizenship restored, a person should know Georgian language to a certain level. This requirement is waved if the person’s citizenship was unlawfully terminated. It also does not apply to incapacitated persons and persons whose physical disability makes it impossible to assess the level of the language skills.
Applications for the acquisition of Georgian citizenship can be submitted in person or through an authorised representative. the applications are submitted at the territorial offices of the Public Service development agency, a branch of the Public Service Hall, or at a Community Centre. applicants living outside of Georgia can apply to a diplomatic mission or a consular office of Georgia abroad.
A Presidential order on granting/restoring a Georgian citizenship to a foreign citizen comes into effect after the competent state authorities receive a document certifying the renunciation of the foreign citizenship by that person.
A decision on granting Georgian citizenship by naturalization is made within 3 months.
In the event of a negative decision, a person can reapply to an authorized state body with the same request after 6 months.
Additional information on Acquisition of georgian citizenship is available on the websites:
www.sda.gov.ge;
www.psh.gov.ge;
www.centri.gov.ge.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
საქართველოს მოქალაქეობა არის პირის სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის გარდა, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით ან ნატურალიზაციით.
საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:
პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან:
1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ 1-ელ და 2-ე პუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
დაინტერესებული პირი განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში; ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
საქართველოს მოქალაქეობის დადგენა ხდება:
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას;
დაბადების რეგისტრაციისას;
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირის რეგისტრაციისას;
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის მოთხოვნისას.
დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით
ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, რაც დასტურდება პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახეებია:
საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება სრულწლოვან პირს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერად და უწყვეტად ცხოვრობდა საქართველოში (საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
დადგენილ ფარგლებში ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას (ცოდნის შემოწმება ხდება სპეციალურ კომისიაზე ტესტირების მეშვეობით);
დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები (ცოდნის შემოწმება ხდება სპეციალურ კომისიაზე ტესტირების მეშვეობით);
საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისას ჩამოთვლილი პირობებიდან მე2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ქმედუუნარო პირებზე, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები იმ პირებზე, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს. მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისას.
არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა ან თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. ზემოაღნიშნულ პირობასთან ერთად, მას მოეთხოვება საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნა.
საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობებს ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. პირობების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია, აღნიშნული პირი მოიწვიოს გასაუბრებაზე.
აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
არამართლზომიერად;
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად.
აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაინტერესებული პირი დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას პირს არ მოეთხოვება დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის ცოდნა, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა. აღნიშნული მოთხოვნა, ასევე, არ ვრცელდება ქმედუუნარო პირისა და იმ პირის მიმართ, რომლის ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას.
დაინტერესებული პირი განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://intpass.cra.ge.
სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 6 თვის შემდეგ იმავე საფუძვლით კიდევ ერთხელ მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.
მოქალაქეობის მოპოვებისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე:
www.sda.gov.ge;
www.psh.gov.ge;
www.centri.gov.ge.